ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ წარმატებით იასპარეზა ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში Grand Prix PlusCity.
ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაში 38 ქვეყნის 320-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
ბაადურმა 13-დან 10.5 ქულა დააგროვა და II-III ადგილი გაინაწილა ტობიას კოლესთან (გერმანია) ერთად.
პირველ ადგილზე 12 ქულით პარხამ მაგსოდლუ (ირანი) გავიდა.