ქართველმა პარაათლეტებმა რიო G-2 კატეგორიის ღია ტურნირზე პარატაეკვონდოში წარმატებით იასპარეზეს. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია.
ანა ️ჯაფარიძე (-52კგ) რიოს ღია ტურნირის გამარჯვებულია.
ლია ჩაჩიბაია(-47კგ) და გიორგი ნიკოლაძე (-70კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
ნატა ოჩიგავამ (-57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა, ანა ჯაფარიძე კი ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად დასახელდა.