საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთსა და შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ITB China 2025-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 40-მდე კერძო კომპანია ესწრება.
სამი დღის განმავლობაში, გამოფენის მონაწილეები შეხვედრებს მართავდნენ ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან და პოტენციურ კლიენტებთან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.