სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში კანოე-კაიაკში პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე საქართველოს კანოე-კაიაკის ნაკრებმა ექვსი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შედეგები ასეთია:
ოქრო:
ალექსანდრე წივწივაძე (კანოე 1000 მ, 500 მ, 200 მ),
ალექსანდრე წივწივაძე და ნიკოლოზ როყვა (ორადგილიანი კანოე, 500 მ),
ნიკოლოზ ოდიშელიძე (კაიაკი 200 მ)
ალექსანდრე წივწივაძე, ნიკოლოზ როყვა, სანდრო ჭოჭუა, ომეხ გაბედავა (ოთხადგილიანი კანოე 500 მ);
ვერცხლი:
მანანა პეტრიაშვილი (კანოე 1000 მ, 500 მ),
ალექსანდრე წივწივაძე (კანოე 5000 მ),
ალექსანდრე წივწივაძე და ნიკოლოზ როყვა (ორადგილიან კანოე, 1000 მ);
ბრინჯაო:
ომეხ გაბედავა (კანოე 5000 მ).