ქართველმა ცხენოსნებმა ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

თურქეთში ეთნოსპორტის მეშვიდე  საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტის, ნეჩმედინ ბილალ ერდოღანის, ინიციატივით ფესტივალში ქართველმა ცხენოსნებმა საკუთარი ცხენებით მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით იყო წარმოდგენილი. მათ შემოგვთავაზეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორიცაა ცხენბურთი და ისინდი.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.