სერჰიი იემილიანოვმა პარაკაიაკში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასი მოიგო

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაზე პარაკანოეში საქართველოს სახელით მოასპარეზე  პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა. პარაკანოეში ეს საქართველოსთვის მოპოვებული პირველი მედალია.

სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 40,77 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.