საბა ფურცელაძე “ATP Challenger Tbilisi”- ის ჩემპიონია

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მამაკაცებს შორის ATP Challenger Tour-ის საერთაშორისო ტურნირის ფინალში საბა ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ცინა  ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.  ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.