ქართველმა ათლეტებმა კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართულ კლასიკური წოლჭიმის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და ღია ასაკობრივ კატეგორიაში ცხრა მედალი მოიპოვეს.

ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გოდერძი ქარცივაძე (74 კგ) და თორნიკე მარტაშვილი (120 კგ), ნიკოლოზ მამულაძემ (120+ კგ) კი ბრინჯაოს მედალი მიიღო. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდებს შორის  ჩემპიონი გახდა ზურა ღვინიანიძე (59 კგ), ვერცხლის მედლებს კი ანდრია მიქაუტაძე (53კგ) და ალეკო სიდანოვი (66 კგ) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი.

ღია ასაკობრივ კატეგორიაში ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) მეორე, ხოლო ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.