საერთაშორისო შეჯიბრებაზე ალექსანდრე წივწივაძემ და მანანა პეტრიაშვილმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში კანოე-კაიაკში პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრებაზე 23-წლამდელებს შორის ალექსანდრე წივწივაძემ 1000 მეტრი 04:36,640 წამში დაფარა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

18-წლამდელებს შორის ვიცე-ჩემპიონი მანანა პეტრიაშვილი გახდა, მან 1000-მეტრიანი დისტანცია  05:19,740 წამში  დაფარა.

ტურნირში  20 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

ალექსანდრე წივწივაძემანანა პეტრიაშვილი