დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი UAE GYMNASTIKA SOLO CUP JUNIOR 2025 დასრულდა.
სპორტულ კომპლექსში Al Raya Girl’s School შეჯიბრება 30 ქვეყნის ტანმოვარჯიშეებს შორის გაიმართა. უძლიერესი კონკურენციის პირობებში ვ. კუზმიდის ტანვარჯიშის სკოლის გოგონებმა პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვეს:
ანნა კუზმიდი 🥈🥈
ანა გოგელია 🥈
მარიამ ოთიაშვილი 🥇🥈🥉
სესილი ნაზღაიძე 🥈
ბარბარა ბებუა 🥈
ნატალი კაზარიანი 🥉
ლიზი ლალიაშვილი 🥇
მარია ირანი 🥇
მარიამ ქურდაძე 🥈
საერთაშორისო მსაჯთა კომისიაში საქართველოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვალენტინა კუზმიდი წარადგენდა.