27 -დან 30 მაისის ჩათვლით Erasmus + ის პროგრამის ფარგლებში კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დარბაზში მასტერკლასებს ჩაატარებენ შვედეთის მუსიკის აკადემიის პროფესორი, საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი – მარტინ ჰელსტრომი და ამავე აკადემიის მუსიკალურ-დრამატურგიული ინტერპრეტაციის პროფესორი და რეჟისორი სტინა არკერი.
ასევე, 27 მაისს, 12:00 საათზე, ნუცუბიძის ფილიალში, Erasmus +მობილობის ფარგლებში მასტერკლასს ჩაატარებს სიენას ჯაზის აკადემიის პედაგოგი, გიტარისტი ფრანჩესკო ფიორენზანი.