ალინა გამსახურდიამ დედამიწის უმაღლესი წერტილი – ევერესტი დაიპყრო

ალინა გამსახურდიამ დედამიწის უმაღლესი წერტილი – ევერესტი დაიპყრო. ის ისტორიაში პირველი ქართველი ქალია, ვინც ევერესტი დალაშქრა. ინფორმაციას თავად ალინა გამსახურდია ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9.10 საათზე, ვიდექი პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილში, ევერესტის მთაზე და მთელი პლანეტა გაიხსნა ჩემთვის. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რომლის გზაზეც ისტორიაში პირველი ქართველი ქალი გავხდი, რომელიც ევერესტზე ავიდა.

ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვიგებ, ვერ გადავხარშე. ჯერჯერობით თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ “, – წერს ალინა გამსახურდია სოციალურ ქსელში.

არც ისე დიდი ხნის წინ, ალინა გამსახურდია მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ნეპალში მანასლუს მწვერვალი დალაშქრა. შეგახსენებთ, მანასლუ ზღვის დონიდან 8163 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოს სიმაღლით მერვე მწვერვალია.

ალინა გამსახურდია