სანდრო თავართქილაძემ „ევრონასკარის“ იტალიის ეტაპზე „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა

„NASCAR“-ის ევროპის სერიების იტალიის ეტაპზე, პირველი რაუნდის შემდეგ, სანდრო თავართქილაძემ  „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა, რბოლის ფარგლებში კი მეექვსე პოზიციაზე დაწინაურდა.

„EuroNASCAR“-ზე  ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით  ასპარეზობენ. სანდრო თავართქილაძე „ღია“ კატეგორიაში დავით ქაჯაია  კი „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს.

„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება.შემდეგი ეტაპი 7-8 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სანდრო თავართქილაძე