26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, CHRIST & SAINT STEPHEN’S CHURCH -ის დარბაზში მანჰეტენზე გაიმართება გოჩა აბულაძის კონცერტი პიანისტთან ბრაიან ვაგორნთან ერთად. იანფორმაციას კონცერტის შესახებ თავად გოჩა აბულაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„ყველა ჩემს ძვირფას ადამიანს და ჩემი სიმღერის მოყვარულთ გელით სულით და გულით ამ დიდებულ დღეს.
ამ ღონისძიების გენერალურ სპონსორზე, დეველოპერულ კომპანია PETRA GROUP -ზე და მათ დიდ სიკეთეებზე ძალიან ბევრს მოგიყვებით კონცერტამდეც და მის შემდეგაც. გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი მეგობრებო! თქვენს თანადგომას დიდი ძალა აქვს ❤️🇬🇪🙏“, – წერს გოჩა აბულაძე
გოჩა აბულაძე