პარაძიუდოისტები გიორგი ქალდანი და საბა ბაღდავაძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

მსოფლიო ჩემპიონი გახდა პარაძიუდოისტმა საბა ბაღდავაძეც (- 81 კგ), მან ფინალში ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ დროისათვის საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია.

გიორგი ქალდანისაბა ბაღდავაძე