ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
მსოფლიო ჩემპიონი გახდა პარაძიუდოისტმა საბა ბაღდავაძეც (- 81 კგ), მან ფინალში ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამ დროისათვის საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია.