საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა აბუ-დაბიში „ოაზისის თასზე“ იასპარეზა. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთში მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ფინალი ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან ანგარიშით 13:29 დათმო.
საქართველო ტურნირზე მიწვეული გუნდის სტატუსით მონაწილეობდა. „ოაზისის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ოთხი შეხვედრის მოგება შეძლო. ეროვნული ნაკრების ლიდერი ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად დასახელდა.