ევროპის ჩემპიონატზე  სთრონგმენში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე  სთრონგმენში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 3 რეკორდიც დაამყარეს.

ოქროს მედლები ნიკოლოზ სამხარაძემ (80კგ)  და ჭაბუკა ჭიღლაძემ (+120კგ) დაეუფლნენ. მსოფლიო  რეკორდი  ნიკა სამხარაძემ მოძრაობა „ზერხერში” და ჭაბუკა ჭიღლაძემ კი  მოძრაობა „ლოგ ლიფტში ” (იგივე “მორის” აწევა) დაამყარეს.

ვერცხლის მედლები თორნიკე ხუციშვილის (90კგ), ვალიკო ფიფიას (105კგ) და  ნიკა ლეკაიძის (+120კგ) ანგარიშზეა. ნიკა ლეკაიძემ მოძრაობა „ზერხერში” ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ბრინჯაოს მედალს 120 კგ-ში შოთა  გოგობერიშვილი დაეუფლა.