გორში დასრულებულ ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 24 მედალი მოიპოვა

გორში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. ასპარეზობაში წარმატებით მონაწილეობდნენ ქართველი ძიუდოისტები. ტურნირის ორივე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 24 მედალი მოიპოვა, აქედან ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და 15 ბრინჯაოსი.

ჩემპიონობა გიორგი იანტბელიძემ (-73 კგ), ნონა კვარაცხელიამ (+78 კგ), ალექსანდრე ლოლაძემ (-81 კგ), ნიკოლოზ დავლაძემ (-90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ) იზეიმეს.

ვიცე-ჩემპიონები თამარ გიგოლაევი (-48 კგ), იპოლიტე აქუბარდია (-66კგ), გიორგი ხმალაძე (-100კგ) და საბა ქარდავა (+100 კგ) გახდნენ.

ბრინჯაოს მედალს კი მარიამ წურწუმია (-48 კგ), ნინო თათრიშვილი (-52 კგ), მარიამ ბენდელიანი (-52 კგ), სოფიო ბედოშვილი (-57 კგ), თამარ გამიაშვილი (-57 კგ), მათე გოგობერიშვილი (-60კგ), ხვიჩა გაფრინდაშვილი (-66 კგ), საბა საბაშვილი (-66 კგ), ქეთი რობაქიძე (-70 კგ), დალი მაზანაშვილი (-70 კგ), მათე ბერუაშვილი (-73 კგ), ვაჟა ავაზნელი (-81 კგ), ზურაბ ჩაგელიშვილი (-81 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) და გაბო მუკბანიანი (+100 კგ) დასჯერდნენ.