ვეკუას სკოლის ინფორმაციით, თენგიზ აბრამიშვილი გერმანიის აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია.
თენგიზი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის # 42 საჯარო სკოლა 2018 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულია.
მან ბაკალავრიატი სან-დიეგოს უნივერსიტეტში, მაგისტრატურა კი გერმანიაში აახენის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამთავრა ფიზიკა-ელექტროინჟინერიის განხრით.
როგორც საუკეთესო მაგისტრანტი, თენგიზ აბრამიშვილი სწავლას დოქტურანტურაში იმავე უნივერსიტეტში აგრძელებს.