25–27 აპრილს ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ფიზიკის ბალტიისპირეთის ოლიმპიადა (Nordic-Baltic Physics Olympiad 2025) გაიმართა, სადაც კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 2 მედალი მოიპოვეს.
ოლიმპიადაში მონაწილეობდა ხუთი კომაროველი მოსწავლე: ალექსანდრე ათანასოვი, ნიკოლოზ ბიჭიაშვილი, ცოტნე გიორგაძე, ირაკლი მექვაბიშვილი და ნიკოლოზ შამუგია. გუნდის ლიდერები: ნიკოლოზ მალცევი და გიორგი გრიგოლია.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ირაკლი მექვაბიშვილმა და ცოტნე გიორგაძემ.
ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადა 1992 წლიდან იმართება და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
წლევანდელ კონკურსში 10 ქვეყნის 106 მოსწავლე მონაწილეობდა.
ინფორმაცია სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.