ბაადურ ჯობავამ “Baku Open 2025”-ზე მეორე ადგილი დაიკავა

ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ წარმატებით იასპარეზა ბაქოში დასრულებულ საერთაშორისო ფესტივალზე “Baku Open 2025”, სადაც 11 ქვეყნის 60 მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ფესტივალის მთავარ  ‘A’ ტურნირში,  ბაადურმა 9  შესაძლებლობიდან 6.5 ქულა დააგროვა,  II–III ადგილი ხაზარ ბაბაზადასთან (თურქეთი) ერთად გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილი დაიკავა.

პირველ ადგილზე 7 ქულით ევროპის მოქმედი ჩემპიონი — ალეკსანდარ ინდჟიჩი (სერბეთი) გავიდა.

ბაადურ ჯობავა