საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა ინდოეთში გამართული ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი “KCA’s International Chess Festival God’s Own Country’s 1st GM International (Category-A)”.
ფანცულაიამ 10 ტურში 8.5 ქულა დააგროვა და პირველობა გაიყო ტეგინ ტოლოგონთან (ყირგიზეთი) ერთად, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ლევანს ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ ფანცულაია ბოლო ერთ თვეში ინდოეთში გამართულ ტურნირებზე სამჯერ პირველ, ხოლო ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა.
ტურნირის მეორე ქართველი მონაწილემ, თორნიკე სანიკიძემ, 7 ქულით XI–XXII ადგილები გაინაწილა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა 16 ქვეყნის 235 მოჭადრაკე.