ერეკლე გურგენიძემ ბენიამინო ჯილის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა

3-4 მაისს თბილისში ბენიამინო ჯილის სახელობის საერთაშორისო კონკურსი /ფესტივალი გაიმართა, სადაც გრან-პრი კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა – ერეკლე გურგენიძემ (ბარიტონი) მოიპოვა.

კონკურსზე მას თანხლებას უწევდა კონსერვატორიის კონცერტმაისტერი – ხათუნა ლოლაძე.

“განსაკუთრებული სიხარულით მინდა გავიზიარო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ — ბენიამინო ჯილის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრის მიღება!

გულწრფელი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, კლასიკური მუსიკის აკადემია / ბენიამინო ჯილის სახელობის კონკურსი ჟიურის წევრებს და ყველას, ვინც შექმნა ეს შთამბეჭდავი გამოცდილება — თქვენი მხარდაჭერა და რწმენა ჩემთვის დაუვიწყარია.

დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, პედაგოგებს, მეგობრებს და ყველა გულშემატკივარს — თქვენს გარეშე ეს გზა წარმოუდგენელი იქნებოდა.

ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი კი არა, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვებაა!

გმადლობთ თქვენი სიყვარულისთვის და მჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის“, – წერს ერეკლე გურგენიძე სოციალურ ქსელში.

ერეკლე გურგენიძე