ჯაბა ტყეშელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, საბა ჩიხლაძემ კი სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა ტყეშელაშვილმა წარმატებით იასპარეზა.

ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 142 / 145 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ჯაბა ტყეშელაშვილმა აკვრაში თავი 181 / 186  / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ორჭიდში მოგროვილი  337 კილოგრამითაც.

ამასთან ტყეშელაშვილმა საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 10 -10 კილოგრამით გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრებიდან საბა ჩიხლაძემაც (102 კგ.) წარმატებით  იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 123 / 125  / 130კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორი გახდა.

ჩიხლაძემ აკვრაში დაძლეული   154 / 159 / 162  კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო,. მესამე ბრინჯაოს მედალი კი ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით მოიპოვა.

საბა ჩიხლაძეჯაბა ტყეშელაშვილი