საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში “აის არენა” აკადემიის სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს

2-4 მაისს სომხეთის დედაქალაქ  ერევანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “აის არენა” აკადემიის სპორტსმენებმა.

ნორჩი მოციგურავეების უმრავლესობისთვის ეს ტურნირი პირველი საერთაშორისო გამოსვლა იყო და ამ  გამოწვევას მათ  ღირსეული შედეგით  უპასუხეს.

5 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთი წარმატებული შედეგით დაასრულეს ჩვენმა სპორტსმენებმა ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი. გამარჯვებულებსა  და პრიზიორებს  შორის  არიან:

I ადგილი:

🥇ბარბარე ცუცქირიძე

🥇ქეთევან ღუდუშაური

🥇 ნია თოლომაშვილი

🥇ელენე ჭითანავა

🥇 ქეთევან მახარაძე

II ადგილი:

🥈სოფია მიხაილოვა

🥈ელენე ხუციშვილი

🥈 ელენე კაშია

III ადგილი:

🥉ლივი რუხაძე

🥉 ალისა სტაცენკო

🥉ნია ქველიაშვილი

🥉სოფიო სვარიძე