ანა თეთრუაშვილი Cascais International Vocal Competition-ის გამარჯვებული  გახდა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული ანა თეთრუაშვილი იპორტუგალიაში გამართული ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (Cascais International Vocal Competition)  პირველი პრემიის მფლობელი და კონკურსის გამარჯვებული  გახდა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მას ასევე გადაეცა ტერეზა ბერგანცას სპეციალური პრიზი.

კონკურსის 340 მონაწილიდან ფინალში მხოლოდ 8 მონაწილე გავიდა.

ანა თეთრუაშვილი ნატალია ვოლჩენკოს კლასში სწავლობდა.

ანა თეთრუაშვილი