27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, ისტორიაში პირველად საქართველოში, თბილისში, MMA-ის მსოფლიოს პირველობა გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის გაიმართება.
საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი IMMAF-ის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა.