პირველი მედალი პერუდან-დიმიტრი აბრალავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე პირველი დიმიტრი აბრალავა (67 კგ.) გამოვიდა. ძალოსანმა (U17) ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იასპარეზა.

აბრალავამ ატაცში თავი 109 / 113 / 117 კილოგრამს გაართვა და  მე-4 ადგილზე გავიდა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 141 / 145 / 147 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. აბრალავა  ორჭიდში მოგროვილი 264 კილოგრამით  მე-4 პოზიციაზეა.

დიმიტრი აბრალავა