საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელთა ეროვნული გუნდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა და დაგროვებული 6 ქულით მეორე დივიზიონის B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ჩემპიონატის საწყის ტურში ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან გამართავს შეხვედრებს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.