პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო.
ფინალამდე გრიგალაშვილმა უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს, ჩეხ იან სვობოდას და ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს სძლია, ნახევარფინალში კი ზელიმ ტკაევი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გახდა.