ესპანეთში დასრულებულ ღია ტურნირზე „IX Open Internacional Semana Santa San Vicente del Raspeig“ ზურაბ გონგლიაშვილმა წარმატებით იასპარეზა.
ასპარეზობის ‘B’ ტურნირში 27 ქვეყნის 225 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
ქართველმა მოჭადრაკემ 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.