საქართველოს რეკორდსმენმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა მასტერსებს შორის ირაკლი რევიშვილმა დუბაიში გამართულ ტურნირზე “Dubai International Aquatics Championship 2025” წარმატებით იასპარეზა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლიმ 400 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში დისტანცია 4:01.39 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე დაიმსახურა 757 ქულა, რაც ქართველ მოცურავეებში 2025 წლის სეზონის საუკეთესო შედეგია.
ახლა ირაკლი რევიშვილი აქტიურად ემზადება მასტერსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.