საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ დიდი წარმატებით იასპარეზა ინდოეთში გამართულ ‘2nd Bengaluru Grandmasters Open Chess Tournament-2025’ ტურნირზე.
ფანცულაიამ 10-იდან 8 ქულა დააგროვა და პირველობა გაინაწილა ანუჯ შრივატთან (ინდოეთი) და ალექსეი ფედოროვთან (ბელარუსი) ერთად.
დამატებითი მაჩვენებლებით ფანცულაია ტურნირის გამარჯვებული გახდა!
სულ ტურნირში 14 ქვეყნის 317 მოჭადრაკე მონაწილეობდა.