ამერიკული აკადემიის მოსწავლე ანასტასია გრიშიკაშვილი სწავლას აშშ-ში, Sarah Lawrence College-ში გააგრძელებს.
ანასტასია ასევე ჩარიცხულია შემდეგ უნივერსიტეტებში:
Sarah Lawrence College, აშშ — $61,000/წელიწადში
Drexel University, აშშ — $47,100/წელიწადში
Bard College, აშშ — $38,000/წელიწადში
Marist University, აშშ — $25,000/წელიწადში
University of Massachusetts Amherst, აშშ — $12,000/წელიწადში
Florida International University, აშშ
ESADE Business School, ესპანეთი
IE University, ესპანეთი
ანასტასია გრიშიკაშვილი: „საუნივერსიტეტო განაცხადების გაგზავნა, როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივი არ ყოფილა. თუმცა, აკადემიის მასწავლებლებისა და მრჩეველების მხარდაჭერის წყალობით, ეს გზა ნაკლებად სტრესული აღმოჩნდა. საბოლოო შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა — რაც სტიპენდიების რაოდენობაშიც ჩანს. უზომოდ მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და იმ წლებისთვის, რომლებიც აკადემიაში გავატარე. ეს გზა სავსე იყო ფასდაუდებელი გამოცდილებით, დაუვიწყარი მოგონებებით, ამავდროულად, იყო რთული და ბედნიერი. ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი იმ ადამიანების გარეშე, ვისაც სჯეროდა ჩემი. ეს სკოლა მუდამ იქნება ჩემი განვითარების, ზრდის და წარმატების საწყისი.“