თბილისში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა სულ 15 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო, ოთხი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა იზეიმეს თინათინ გულბანმა (- 57 კგ), ცოტნე იჩქიტიძემ (- 60 კგ), ქეთი რობაქიძემ (- 70 კგ) და იოანე აბალაკმა (+90 კგ). ვიცე-ჩემპიონები საბა ბოლქვაძე (-50 კგ), ნანა გულბიანი (- 63 კგ), ლუკა ქუთათელაძე (- 73კგ) და საბა ფრუიძე (- 90 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი მარიამ გულიაშვილმა (-52 კგ), ბაჩო გიგანმა (-66 კგ), ზურაბ გოგაძემ (-66 კგ), ნინი ძაგანიამ (-70 კგ), გიორგი კოღუაშვილმა (-90 კგ), გიორგი ქაშიბაძემ (+90კგ) და ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ) მოიპოვეს.