მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია

ბრატისლავაში  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი სამგზის ევროპის ჩემპიონ სომეხ მალხას ამოიანთან ანგარიშით 1:3 დათმო.

ფინალამდე მან ესპანელი მარკოს მეხიასი და ჩეხი მიხალ ზელენკა დაამარცხა. მეოთხედფინალში თურქ აჰმეტ ილმაზს, ნახევარფინალში კი შვედ პერ ალბინ ოლოფსონს სძლია.

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი მანველ ხაჩატრიანი  ანგარიშით  8:1 დაამარცხა. 17 წლის ვახტანგ ლოლუასთვის ეს სენიორებს შორის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.

ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე უკრაინის სახელით მოასპარეზე კორიუნ საჰრადიანს სძლია, მეოთხედფინალი კი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დათმო.

ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.