საბერძნეთის კუნძულ როდოსზე დასრულებულ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით იასპარეზეს.
ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა სერბი ტეოდორა ინიაცი. ვერცხლის მედალი რუმინელმა ირინა ბურმაგამ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი — ესტონელმა ნარვა მაიმ. ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო თასის საგზურები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მარცხი ჩემპიონმა პირველ ტურში ქართველ მოჭადრაკეს, ანასტასია კირთაძესთან განიცადა.
ტურნირი ფიდეს ოსტატის სტატუსით დაიწყო და ასპარეზობის მსვლელობისას ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი ნორმა შეასრულა: ქალთა საერთაშორისო ოსტატის, ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის და ვაჟთა საერთაშორისო ოსტატის.
გარდა ამისა, კირთაძემ საკუთარ ელო-რეიტინგს რეკორდული რაოდენობის – 153.6 ქულა შემატა მხოლოდ ერთი ტურნირის ფარგლებში, რაც გამორჩეული მიღწევაა.
აღსანიშნავია, რომ ანასტასიამ ერთადერთი მარცხი მიაყენა ჩემპიონატის გამარჯვებულ სერბ მოჭადრაკეს და შვიდი ტურის განმავლობაში თავად ლიდერობდა შეჯიბრებას.
საბოლოო შედეგები:
- ტეოდორა ინიცი (სერბეთი) – 9,5 ქულა
- ირინა ბურმაგა (რუმინეთი) – 8
- ნარვა მაი (ესტონეთი) – 8…
6.ლელა ჯავახიშვილი – 7,5
7.ნინო ბაციაშვილი – 7,5
16.ბელა ხოტენაშვილი – 7
17.მერი არაბიძე – 7
26.ანასტასია კირთაძე -6,5
56.ნია დონღვანი – 6
57.ინგა ხურცილავა – 6
75.ლილე ქორიძე – 5,5
79.კესარია მგელაძე – 5
104.მარიამ ცეცხლაძე – 4,5