ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10-ში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.

ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა.

ოქროს ბურთი 2025-ის  TOP10 ასე გამოიყურება:

  • რაფინია (ბარსელონა) – 2.20
  • ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00
  • მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00
  • უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00
  • კილიან მბაპე (რეალი) – 8.00
  • რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00
  • პედრი (ბარსელონა) – 15.00
  • ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00
  • ვინისიუსი (რეალი) – 41.00
  • ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00