ლუკა ვარდოსანიძე სწავლას Duke Kunshan University-ში განაგრძობს. ამ სასიხარულო ამბავს ის თავად აზიარებს სოციალურ ქსელში.
“გიზიარებთ ჩემთვის ძალიან საამაყო ამბავს! მივიღე ჩარიცხვის წერილი Duke Kunshan University-სგან, უნივერსიტეტისგან, რომელში ჩარიცხვის მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 8%-ია. ამასთან ერთად 4 წლის მანძილზე მივიღე 185 000$ ოდენობის დაფინანსება!
აკადემიური წინსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შედეგის უკან დაუღალავი შრომა დგას.
ამ მნიშვნელოვან გზაზე ჩემს გვერდით ყოველთვის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მაია ხუციშვილს. მისი “დაძალებით” გადავწყვიტე ამერიკულ უნივერსიტეტებში გაგზავნა და სააპლიკაციო პროცესის ყველა წამი ერთად გავატარეთ. მას ჩემს წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის!
მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივრობისა და დაფასებისთვის!” – წერს ლუკა ვარდოსანიძე.