სოპრანო ანა ონიანი ტულუზის კაპიტოლის თეატრში მაყურებლის წინაშე კლოტილდას როლით წარდგა

სოპრანო ანა ონიანი ტულუზის კაპიტოლის თეატრში, ბელინის ოპერაში “ნორმა”, მაყურებლის წინაშე კლოტილდას როლით წარდგა. იგი სახელოვან ქართველ მომღერლებთან, სალომე ჯიქიასთან და მიხეილ შეშაბერიძესთან ერთად მონაწილეობდა ამ დადგმაში. ხოლო სპექტაკლის მომზადებაში მონაწილეობდა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კონცერტმაისტერი ნინო ფავლენიშვილი, რომელიც ხშირად სტუმრობს თბილისის კონსერვატორიას და ატარებს კონცერტებსა და მასტერკლასებს.

“ჩემი გული სავსეა Opéra national du Capitole♥️ რა საოცარი გამოცდილება იყო… უდიდესი მადლობა წამყვან მომღერლებს, გუნდს და ორკესტრს, რომლებმაც თითოეული შესრულება ჯადოსნური გახადეს… ფავლენიშვილი ნინო ♥️ ასევე ძალიან მადლობელი ვარ მთელი გუნდისა და პერსონალის, რომლებიც კულისებში შრომობდნენ. მაყურებელმა თითოეული საღამო განსაკუთრებული გახადა თავისი ენერგიით და შეფასებით. უზომოდ მადლობელი ვარ ამ დაუვიწყარი პირველი გამოცდილებისთვის და ყველასთვის, ვინც ეს შესაძლებელი გახადა!

და რამხელა ბედნიერება იყო სალომე ჯიქიას ჩამოსვლა და სცენაზე ორ ქართველთან – მასთან და მიშა შეშაბერიძესთან ერთად დგომა, ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერ!“, – წერს სოციალურ ქსელში ანა ონიანი.

ანა ონიანი