ქართველი მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობენ

როდოსზე მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ანასტასია კირთაძე 6 -იდან 5.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება და 5 ქულით II-V ადგილს ინაწილებს ბელა ხოტენაშვილი.

მომდევნო ტურში კირთაძე თეთრი ფიგურებით სოფი მილეს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება, ხოლო ხოტენაშვილი ასევე თეთრებით ელინა დანიელიანს (სომხეთი).

მეშვიდე ტური  ჩემპიონატზე 7 აპრილს გაიმართება.

სატურნირო მდგომარეობა:

1.ანასტასია კირთაძე -5,5 ქულა;

3.ბელა ხოტენაშვილი – 5  ქულა;

16.მერი არაბიძე – 4 ქულა;

18..ნინო ბაციაშვილი – 4 ქულა;

19.ლელა ჯავახიშვილი – 4  ქულა;

32.კესარია მგელაძე – 4 ქულა;

78.ნია დონღვანი – 3  ქულა;

79.ლილე ქორიძე – 3 ქულა;

101.ინგა ხურცილავა – 2,5 ქულა;

110.მარიამ ცეცხლაძე – 2 ქულა;

ანასტასია კირთაძებელა ხოტენაშვილი