7 -დან 11 აპრილის ჩათვლით კონსერვატორიაში, Erasmus+ მობილობის ფარგლებში, მასტერკლასს ჩაატარებს ტალინის მუსიკის აკადემიის პროფესორი, პიანისტი – პიპ ლასმანი.
დასწრება თავისუფალია.
პეპ ლასმანი, ესტონელი პიანისტი, სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ემილ გილელსის კლასში.
1973 წლიდან მუშაობდა ტალინის კონსერვატორიაში სხვადასხვა პოზიციებზე: ლექტორი, პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის ხელმძღვანელი, პრორექტორი, 1992-2017 წლებში ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რექტორი, 2020 წლიდან საბჭოს წევრი. არის მრავალი პრემიის მფლობელი.