მანო კვარაცხელია პრინსტონის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის

მანო კვარაცხელია ამერიკაში, პრინსტონის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის. ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“იმ რამდენიმე უნივერსიტეტიდან მხოლოდ ის რომ მიგიღებს, რომელიც ყველაზე მეტად გინდა – ნამდვილად სხვა გრძნობაა.🫣 ეს იმის დასტურია რომ შრომა, ინტერესი, მუშაობა ადამიანს უფასდება. ღვთის წყალობა, იღბალი ჩემს მხარეს იყო😁. მარტის თვე ნამდვილად რთული თვე იყო ოჯახისთვის და ჩემი ახლობლებისთვის.😬როცა მეკითხებოდნენ სად გინდა ჩააბაროო მერიდებოდა პრინსტონის უნივერსიტეტის თქმა, მაგრამ გულში ვგრძნობდი, რომ წინ რაღაც დიდი მელოდა🫣. ახლა აღარ მომერიდება💗😁

ძალიან მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, რომელსაც ძალიან მცირე წვლილიც კი მიუძღვის ჩემს ამ გამარჯვებაში. იმდენ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო რჩევისთვის, გვერდში დგომისთვის, მოტივაციისთვის.  ჩემი დედა და მამა ხომ საუკეთესო იყო ამ ბრძოლაში.💜

Princeton University  მოვდივარ😉”, – წერს მანო კვარაცხელია

მანო კვარაცხელია