ალიკანტეს დიასპორა ორგანიზაცია “კულტურის ფესვებს” მასპინძლობს

29-30 მარტს, ალიკანტეს დიასპორა ორგანიზაცია “კულტურის ფესვებს” მასპინძლობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია “კულტურის ფესვების” მიერ შეკრებილი ქართველი მეწარმე ქალების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

გარდა ამისა, ორგანიზაცია “კულტურის ფესვების” დამფუძნებელი ნინი ნამგალაური ჩაატარებს მასტერკლასს, თექის ნაწარმის დამზადების შესასწავლად.

მასტერკლასი ჩატარდება 30 მარტს 6 საათზე ,ქართული დიასპორის“ შენობაში: Calle Jaen, 6.Alicante.