ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ღია ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ცალკეულ მოძრაობებში ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
-47 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს მარიამ ცეცხლაძემ და მარიამ ბეგლარიშვილმა. მარიამ ცეცხლაძემ ამოწევაში ვერცხლის, ჩაჯდომში კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. მარიამ ბეგლარიშვილმა წოლჭიმში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამოწევაში კი ბრინჯაოსი. 84 კგ წონით კატეგორიაში ნინო ჭრიკიშვილი ამოწევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.