თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო – “კუნძა თეთრი” ვიცე გუბერნატორს, რიუიჩირო კუვატას გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “კუნძა თეთრი” ოიტას პრეფექტურის ვიცე გუბერნატორს, რიუიჩირო კუვატას გადასცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი  იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.

ოიტა 33-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ადგილობრივი უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი.