რუმინეთში, მიმდინარე ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის დასკვნითი ტურის წინ ბაადურ ჯობავა მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების შესაძლებლობას ინარჩუნებს.
გადამწყვეტ ტურში ბაადური თეთრი ფერის ფიგურებით აიდინ სულეიმანლის (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდება.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ბაადურ ჯობავა – 7 ქულა;
ლევან ფანცულაია- 6 ქულა;
გიგა ყუფარაძე – 6 ქულა;
ლუკა პაიჭაძე – 6,5 ქულა;
თორნიკე სანიკიძე – 5,5 ქულა
ნოე თუთისანი – 5,5 ქულა;
ევროპის ჩემპიონატში 40 ქვეყნის 377 მოჭადრაკე მონაწილეობს და მისი საპრიზო ფონდი 92 000 ევროს შეადგენს.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, ხოლო I-XXII ადგილზე გასულები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.