გენერალური საკონსულო ქ. ბარიში ინფორმაციას ავრცელებს

გენერალური საკონსულო ქ. ბარიში სიცილიის და კალაბრიის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:

„საკონსულო ოლქის  შემოვლის ფარგლებში, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, 2025  წლის  31 მარტს  გეგმავენ ეწვიონ ქ. პალერმოს და 2015 წლის 3 აპრილს ქ. რეჯო-დი-კალაბრიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს.

2025  წლის 31 მარტს  ქ. პალერმოში საკონსულო მიღების ადგილმდებარეობასთან და დროსთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: 3662024636.

ქ. რეჯო-დი-კალაბრიაში საკონსულო მომსახურება ჩატარდება 2025 წლის 3 აპრილს (ხუთშაბათს 10:00 -დან14:00 -მდე)

მისამართი: Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზი

Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 0809189650,

0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00-17:00საათამდე);“, – ნათქვამია გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსულო