ფოლკლორულმა ანსამბლმა “გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა.
გოაში გამართული ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ინდოეთში საქართველოს საელჩო, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭო (ICCR) და გოაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი აკაშ ტიმბლო.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.